en
ge

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • დაწყების თარიღი: 21.09.2017
  • ბოლო ვადა: 05.10.2017
  • ბმული: http://www.jobs.ge/153198/
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სამართლის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კონკურსანტს უნდა ჰქონდეს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ან უნდა იყოს დოქტორანტი სამართლის მიმართულებით;
** სასურველია ჰქონდეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სილაბუსებზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (დადასტურდება საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატით/გასაუბრებით);

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის სამუშაოს ზოგადი აღწერა:

** ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის კონტროლს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.
** ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
** ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ფუნქციებია:

** გამოკითხვის, პრეზენტაციების მომზადების, ლექციების მონიტორინგისა და სხვა საშუალებების გამოყენებით ფაკულტეტზე განხორციელებადი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის კონტროლი;
** საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად მათი გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
** სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მობილობის პროცესისა და კრედიტების აღიარების კონტროლი;
** აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
** კვალიფიკაციის მინიჭების პროცედურების კონტროლი;
** საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ანაზღაურება (ინდივიდუალური) კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისად.