en
ge

ტრენინგი - შრომის უსაფრთხოება

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 22.09.2017
  • ბოლო ვადა: 22.10.2017
  • ბმული: http://www.jobs.ge/153356/
კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE Georgia) გთავაზობთ ტრენინგს "შრომის უსაფრთხოება".

ტრენინგი შემუშავებულია კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის მიერ, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მსმენელები შეისწავლიან სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ შრომის უსაფრთხოების საკითხებს. ტრენინგზე მოხდება რეალური ქეისების განხილვა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდის საშუალებით პრაქტიკული უნარების გამომუშავება. პროგრამა მოიცავს საქართველოში მიღებულ ახალ სტანდარტებისა და პროცედურებს.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) ერთობლივ სერტიფიკატს.