საქართველოში C ჰეპატიტი ერთერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას
მიეკუთვნება. 2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, C ჰეპატიტით
საქართველოში 200 000-მდე ადამიანია დაავადებული (ზრდასრული მოსახლეობის
6.7%); (ლ. შარვაძე და თანაავტორები. 2008).
C ჰეპატიტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ასევე საქართველოს
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიც მეტყველებს, რომლითაც
საქართველოს დაეკისრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში C ჰეპატიტით
დაავადებულთა მკურნალობა.
შესაბამისად დღის წესრიგში დადგა C ჰეპატიტის
პრევენციის,
დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების
აუცილებლობა და სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლის შემადგენლობაშიც
წარმოდგენილ იქნებიან დარგის სპეციალისტები: ეკონომისტი, ეპიდემიოლოგი,
ინფექციონისტი, ასევე ფონდისა და სამინისტროს წარმომადგენლები.
კონკურსის საფუძველზე შეირჩევა სამი ექსპერტი, რომელთაც უნდა შეიმუშავონ
საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის,
დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამული დოკუმენტი.
წყარო: osgf.ge