en
ge

ინგლისური ენის ინტენსიური ინოვაც. კურსი - Express English

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: Cambridge Study
  • დაწყების თარიღი: 28.09.2017
  • ბოლო ვადა: 08.10.2017
  • ბმული: http://www.jobs.ge/153899/
საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო "Cambridge Study" გთავაზობთ ინგლისური ენის ინტენსიურ ინოვაციურ კურსს "Express English".

კურსი გათვლილია მათთვის, ვისაც ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა აქვს, თუმცა თავისუფლად ვერ საუბრობს და უმოკლეს დროში უნდა ადვილად შეძლოს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.

კურსის ფილოსოფია ითვალისწინებს, რომ ენა უნდა ილაპარაკო, რომ ისწავლო. შესაბამისად, პროფესიონალი ტრენერები, რომელთათვისაც ინგლისური მშობლიური ენაა, ჯგუფის წევრებს თავისუფლად აალაპარაკებენ ინგლისურად თავისუფალ თემებზე თავისუფალ გარემოში.

კურსს წარუძღვებიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე ამერიკელი და ბრიტანელი ტრენერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამ ძირითად შედეგს:

1. გადალახული საუბრის კომპლექსი
2. გაუმჯობესებული ლექსიკონი
3. გაუმჯობესებული სმენა (listening skills), როგორც ამერიკული, ასევე ბრიტანული აქცენტის.

კურსის დაწყების თარიღი: 19.10.2017
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
ლექციები გაიმართება ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს 7სთ-დან 9სთ-მდე და შაბათს 3 სთ-დან 5 სთ-მდე.
ადგილი: კალისტრატე ქუთათელაძის 3.

კურსის სრული ღირებულება: 335 ლარი. გადახდა წარმოებს ორ ეტაპად.
სტუდენტებისთვის მოქმედებს 20% ფასდაკლება.
კურსზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 50 ლარს, რომელიც მომავალში აკლდება კურსის საერთო ღირებულებას.

კურსის დასრულებისას სტუდენტებს გადაეცემათ "Cambridge Study"-ის საერთაშორისო სერტიფიკატი.