ღია საზოგადოების ინსტიტუტი (ნიუ-იორკი) და ფონდი "საერთაშორისო განათლების ცენტრი" აცხადებს დამატებითი სტიპენდიების კონკურსს 2013-2014. http://www.opensocietyfoundations.org/grants/global-supplementary-grant
პროგრამის მიზანია, საშუალება მისცეს სოციალურ და ჰუმანიტარულ
მეცნიერებებში სადოქტორო ხარისხის (Ph.D) მაძიებლებს მოიპოვონ დამატებითი
ფინანსური დახმარება. პროგრამა დააფინანსებს განმცხადებლებს, რომლებიც
სწავლის გაგრძელებას აპირებენ ამერიკის, აზიის, შუა აღმოსავლეთის,
ავსტრალიისა და ევროპის აკრედიტებულ უნივერსიტეტებში. სტიპენდიაზე
განაცხადების შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩარიცხულნი
არიან სადოქტორო პროგრამაზე (Ph.D).
განმცხადებლებს დაფინანსების მოთხოვნა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიებიდან:
- სწავლის გადასახადი
- საცხოვრებელი ხარჯები
- სხვადასხვა - მგზავრობა, წიგნები, დაზღვევა
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:
ამერიკის, აზიის, შუა აღმოსავლეთისა და ავსტრალიის უნივერსიტეტებისათვის - 1 აპრილი, 2013
ევროპის უნივერსიტეტებისათვის - 21 მაისი, 2013
პროგრამის დაწვრილებითი აღწერა, ინსტრუქციები და საგანაცხადო ფორმები შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: http://www.opensocietyfoundations.org/grants/global-supplementary-grant
ელექტრონული საგანაცხადო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.soros.org/oas
დაწვრილებითი ინფორმაციისა და კონსულტაციებისათვის მიმართეთ ფონდ
"საერთაშორისო განათლების ცენტრს": თბილისი, თ. ჭოველიძის ქ. 10. ტელ:
225 26 15; 250463
http://www.cie.ge
cie@osgf.ge
წყარო: jobs.ge