en
ge

იდეების კონკურსი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 28.09.2017
  • ბოლო ვადა: 26.10.2017
  • ბმული: http://www.jobs.ge/153954/
"იდეების კონკურსი" პროექტის "განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში.

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და საქართელოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი, აცხადებს სოციალური საწარმოს დაფუძნების იდეების კონკურსს, საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის, რომელთაც აქვთ ინტერესი ან/და უკვე მუშობენ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან.

საგრანტო კონკურსის მიზანი:

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობა ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერების და სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით.

იდეების კონკურსი ცხადდება ორი მიმართულებით:

** ლოტი 1. ყოფილი მსჯავრდებულების და პრობაციონერების ინტეგრაციის და დასაქმების ხელშეწყობა.
** ლოტი 2. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და დასაქმება #16 პენიტენციურ დაწესებულებაში.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში.