en
ge

ტრენინგი სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტებისათვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: GRASS
  • დაწყების თარიღი: 28.09.2017
  • ბოლო ვადა: 20.10.2017
  • ბმული: http://www.jobs.ge/153963/
"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS) ახორციელებს პროექტს საქართველოში ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ("Promote Knowledge and Awareness of the EU at Grassroots Level in Georgia"), ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში ამა წლის ნოემბერში ჩატარდება ინტენსიური ტრეინინგ-კურსი ევროკავშირის შესახებ, სამოქალაქო სექტორისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის. ტრენინგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ევროკავშირის ისტორია, ევროკავშირის ინსტიტუტები, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკავშირში, ევროპული ღირებულებები და მითები, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და საქართველოში კონფლიქტის მოგვარება, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი (თავისუფალი გადაადგილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის).

ტრენინგს გაუძღვებიან საქართველოში ევროკავშირის წამყვანი სპეციალისტები. გაიცემა სერტიფიკატები.