"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე და ადვოკატირებაზე მიმართული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული გაერთიანება, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ამჟამად, კოალიცია ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რომლის ფარგლებში იგეგმება ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში. აქტივობების განსახორციელებლად კოალიციას ესაჭიროება ადაპტირებული სასტუმრო, საკონფერენციო და სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვა.
კოალიცია აცხადებს ტენდერს სასტუმრო, საკონფერენციო და სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე და იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად. ორგანიზაცია შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ხელშეკრულებას 2017 წლის ოქტომბრიდან ერთი წლის ვადით.