en
ge

სპიკერთა შერჩევა ბიზნესის სამართლის კონფერენციისათვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 29.09.2017
  • ბოლო ვადა: 16.10.2017
  • ბმული: http://www.jobs.ge/154110/
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, აცხადებს სპიკერთა შესარჩევ კონკურსს განგრძობადი იურიდიული განათლების მეექვსე ეროვნული კონფერენციისათვის ბიზნესის სამართალში, რომელიც გაიმართება თბილისში, 2017 წლის 16-17 დეკემბერს.

ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს ბიზნესის სამართლის სფეროში, აქტუალურ საკითხებზე იურისტების ცოდნის გაღრმავებას.

სპიკერთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადვოკატებს, იურისტებს, იურიდიული ფაკულტეტების და სამართლის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დარგის პროფესიონალებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია ბიზნესის სამართალში.

კონფერენციის სესიებზე სპიკერებმა უნდა გამოიყენონ სამართლის სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიული მეთოდები, კერძოდ: მონაწილეთა აქტიური ჩართვა დისკუსიაში, ვიზუალური მასალის წარმოდგენა, სამართლებრივი სიმულაციების გამოყენება, სასამართლო გადაწყვეტილებების და ჰიპოთეტური კაზუსების განხილვა.