en
ge

სემინარები მეწარმე ქალებისთვის - ციფრული ტექნოლოგიები

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: EBRD
  • დაწყების თარიღი: 29.09.2017
  • ბოლო ვადა: 13.10.2017
  • ბმული: http://www.jobs.ge/154148/
EBRD მართავს სემინარს მეწარმე ქალებისთვის - ციფრული ტექნოლოგიები

ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა 4-დღიანი კურსია, რომელიც თბილისში, 2017 წლის 26-27 ოქტომბერს და 16-17 ნოემბერს ჩატარდება და ციფრული მარკეტინგის მეშვეობით კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას და მომხმარებელთან ინტერნეტ სივრცეში კავშირის დამყარებას გასწავლით. ეს სემინარი 2015 წელს დაწყებული პროგრამის - "ქალები ბიზნესში" - ნაწილია და პროგრამის სხვა კომპონენტებით საშუალებით სარგებლობასაც იძლევა (დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: www.ebrdwomeninbusiness.com).

კურსის მეშვეობით სიღრმისეულად შეისწავლით მარკეტინგის პრაქტიკულ ხერხებს და ამ ცოდნას ვებ-გვერდზე, სოციალურ მედიასა თუ სხვა პლათფორმაზე თქვენი სფეროს ციფრული მარკეტინგის აქტივობებისთვის გამოიყენებთ. თუ უძღვებით ბიზნესს და გსურთ თქვენი კომპანია განვითარების შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოთ, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა! კურსი დაგეხმარებათ წარმატებით წარმოაჩინოთ თქვენი პროდუქტები და სერვისები ინტერნეტ სივრცეში.

ოთხდღიანი ტრეინინგის შედეგად თქვენ შეისწავლით:

** მარკეტინგულ კონცეფციებს, რომლებიც ნებისმიერი ციფრული მარკტინგული აქტივობის საფუძველია
** მარკეტინგის სხვადასხვა ასპექტებს, რათა მიიღოთ მეტი სარგებელი თქვენი ბიზნესის ინტერნეტ სივრცეში სწორი პოციზიონირებით
** ციფრული მარკეტინგის კონცეფციას, მის სხვადასხვა ასპექტსა და ციფრული მარკეტინგის არსებულ საშუალებებს
** რა არის სოციალური მედია და რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს მან თქვენს ბიზნესს
** სხვადასხვა ტიპის კომპანიებისთვის არსებულ საუკეთესო სოციალური მედიის საშუალებებს
** იმეილ მარკეტინგის სხვადასხვა ვარიანტებს, მათ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს
** სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენების ვარიანტებს, უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს
** თქვენი ვებ-გვერდის რეკლამირებას
** ციფრული მარკეტინგული გეგმის და ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას.