en
ge

ოჯახური ძალადობის თემაზე სოციალური ვიდეორგოლის სცენარი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: გურიის აგრობიზნეს ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.05.2012
  • ბმული: http://www.gabc.ge
გურიის აგრობიზნეს ცენტრი აცხადებს კონკურსს ოჯახური ძალადობის თემაზე სოციალური ვიდეორგოლის სცენარის გამოსავლენად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „მოდი, დავარღვიოთ სიჩუმე" – ფარგლებში.
სცენარი უნდა ასახავდეს:
  • აღნიშნულ თემატიკას
  • უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი, მოკლე და ლაკონური
  • ხანგრძლივობა 20 წამი
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. გამარჯვებულს გადაეცემა წამახალისებელი პრიზი – ციფრული ფოტოკამერა. საუკეთესო სცენარი გამოვლინდება ორგანიზაციის მიერ. საუკეთესო სცენარის საფუძველზე მომზადდება სოციალური ვიდეო რგოლი, რომელიც გადაიცემა ტელეკომპანია „გურიის" ეთერით.

სცენარის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით: guria_abc@mail.ru
ან შემდეგ მისამართზე:
ოზურგეთი, ჭავჭავაძის #4
გურიის აგრობიზნეს ცენტრი