en
ge

თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) პრაქტიკული გამოყენება სასწავლო პროცესში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ასოციაცია სკოლა–ოჯახი საზოგადოება
  • დაწყების თარიღი: 18.06.2012
  • ბოლო ვადა: 03.07.2012
  • ბმული: http://sfsa.org.ge/site/index.php?page=home_ge
ასოციაცია "სკოლა–ოჯახი–საზოგადოება" გიწვევთ ჰონ-კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის პროფესორის დანიელ ჩერჩილის ტრენინგ კურსზე, რომელიც ჩატარდება თბილისში 2012 წლის 6-7 ივლისს თემაზე: ”თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) პრაქტიკული გამოყენება სასწავლო პროცესში”.
ტრენინგი ჩატარდება მხოლოდ ერთხელ და მისი ღირებულებაა 100 ლარი. ტრენინგ-სემინარში მონაწილეთა რაოდენობა არის შეზღუდული (მხოლოდ 1 ჯგუფი (25-30 მონაწილე). უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას. (შესაძლებელია თარჯიმნის მომსახურება ჯგუფის სპეციფიკის გათვალისწინებით)
ტრენინგის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 3 ივლისამდე.
საკონტაქტო ინფრომაცია: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #82.
ტელ: (995 577) 97 93 04
ელ–ფოსტა: sfsaorg@yahoo.com
ვებ–გვერდი – sfsa.org.ge