en
ge

კონკურსი ქარტიის აღმასრულებელი დირქტორის პოზიციის დასაკავებლად

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მედიის ან მედიასამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება
მმართველობითი გამოცდილება.
პროექტების მართვის გამოცდილება
საერთაშორისო და ადგილობრივ მედია ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

ორგანიზაციის მართვა
პროექტების მომზადება, შესაბამისი ორგანიზაციებისათვის მათი წარდგენა და მართვა
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების ორგანიზება
მესამე პირებთან ქარტიის წარმომადგენლობა

კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

CV
სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა მიუთითოს, თუ რატომ სურს აღნიშნული პოზიციის დაკავება და როგორია ორგანიზაციის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ხედვა.
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

დოკუმენტები უნდა გამოგზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე ethicscharter@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 14 ოქტომბრის 18:00 საათი