en
ge

სასამართლო პროცესების მონიტორი - თელავი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 02.10.2017
  • ბოლო ვადა: 09.10.2017
  • ბმული: http://www.jobs.ge/154329/
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორის პოზიციაზე თელავში.

სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის მიზანია სასამართლო პროცესებზე დასწრებითა და გამოვლენილი შემთხვევების ანალიზით, პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენა და ანალიზი. მონიტორინგის ამოცანაა მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობის შეფასება და იმ ხარვეზების გამოვლენა, რომლებიც სისხლის სამართალწარმოების დროს პროცესის მონაწილეთა, მათ შორის, საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად რეალიზებას უშლის ხელს.

მონიტორის ძირითადი ფუნქციები:

** თელავის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის სასამართლო პროცესებზე დასწრებით გამოავლინოს და აღრიცხოს სხდომაზე გამოკვეთილი შესაბამისი გარემოებები;
** საკუთარი ინიციატივითა და პასუხისმგებლობით, ოპერატიულად და ეფექტურად მოახდინოს საიას მონიტორინგის მიზნებისთვის მნიშვნელოვანი საქმეების, მათ შორის, მარგინალიზებულ ჯგუფებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების, იდენტიფიცირება მათზე დასწრების მიზნით;
** სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებული გარემოებების სრულყოფილი და ყოველმხრივი ანალიზის შედეგები ასახოს შესაბამის ბაზაში;
** ოპერატიულად მიაწოდოს სისხლის სამართლის ანალიტიკოსს სასამართლო პროცესზე გამოვლენილი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაცია;
** მოახდინოს სასამართლო მონიტორინგის ანგარიშების პრეზენტაცია;
** პერიოდულად მოამზადოს ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ;
** პირადად, კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და სრულყოფილად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები;
** მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე შეასრულოს სხვა მოვალეობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან სწავლების ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სისხლის სამართლის კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების, სისხლის სამართლის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
** მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების ცოდნა, მათ მიმართ მაღალი მგრძნობელობა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა.