SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.
სამშენებლო სამუშაოების ჩატარებასთან და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული მომსახურების მოწოდების მიზნით, ავსტრიის სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - "ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში" ფარგლებში, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს სამშენებლო კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
სამშენებლო სამუშაოები და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებს ტექნიკური დავალების/სატენდერო პაკეტის ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.
წყარო: jobs.ge