en
ge

კონკურსი საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრების შესარჩევად

სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს საკონსულტაციო საბჭოს შემდეგ მოწვეული წევრების შესარჩევად:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (1 პირი), რომელიც არ ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენლობას
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის (DPO) წარმომადგენელი (4 პირი) მათ შორის, ფიზიკური (1 პირი), მენტალური (1 პირი), შეზღუდვის მქონე პირები (წარმომადგენლები); რეგიონული შშმ პირთა ორგანიზაციის (DPO) წარმომადგენელი (1 პირი); შშმ ბავშვის ან/და ფსიქო სოციალური საჭიროების მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (1 პირი)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი (1 პირი)
საკონსულტაციო საბჭოს მოწვეულ წევრთა ფუნქცია-მოვალეობები:
მოწვეული წევრი საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველს წარუდგენს მოსაზრებებს შემდეგ საკითხებზე:
კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ
კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის სტრატეგიის და პრიორიტეტების შესახებ
განსახორციელებელი აქტივობების გეგმის შესახებ
სამუშაო მეთოდოლოგიის შესახებ
თემატური კვლევების შესახებ
მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ
კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგისათვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე
წყარო: http://ombudsman.ge