ა(ა)იპ კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი პროგრამა COBERM-ის მხარდაჭერიღ ახორციელებს პროექტს "კომიქსები მშვიდობისა და განათლებისათვის". პროექტის მიზანია საგანმანათლებლო კომიქსების მომზადება, რომელთა კონტენტიც დაკავშირებული იქნება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან. ამავე დროს, აქცენტი გაკეთდება პოსტკონფლიქტურ გარემოსათვის დამახასიათებელ თემებზე. კომიქსების შინაარსი მიმართული იქნება შემწყნარებლობის, ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობისაკენ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები კომიქსების მომზადების თემაზე (ბუდაპეშტში), 9 კომიქსის მომზადება და შემაჯამებელი შეხვედრა ერევანში.
პროექტის ხანგრძლივობა 8 თვე.
პროექტში ჩართული იქნებიან სამოქალაქო აქტივისტები ოსური მხრიდან.
ა(ა)იპ კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის აცხადებს განაცხადების მიღებას.
წყარო:jobs.ge