სასწავლო პროგრამა საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებლად.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს კონკურსს 2017-2018 წლის სასწავლო პროგრამაში - "საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში" მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა გამიზნულია საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის და ითვალისწინებს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმართვის პროცესში.
წყარო:jobs.ge