არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" (IRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ატარებს იმიტირებულ სასამართლო პროცესს.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის III-IV კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
წყარო: jobs.ge