en
ge

ახალგაზრდული ჯგუფის წევრების შესარჩევი კონკურსი

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია "ჰერა XXI" აცხადებს აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდების მიღებას ქ. ქუთაისის  "ახალგაზრდულ ჯგუფში".
არასამთავრობო ორგანიზაცია  ასოციაცია "ჰერა - XXI" 18  წელზე მეტია, რაც ხელს  უწყობს რეპროდუქციული  ჯანმრთელობისა  და  უფლებების  წინ წამოწევას საქართველოს მოსახლეობაში. ორგანიზაცია მხარს უჭერს მოხალისეთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რომელიც  იცავს თითოეული ადამიანის სქესობრივ უფლებებს და მიზნად ისახავს მარგინალიზებული მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ახალგაზრდული ჯგუფის  მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული  აქტიური ახალგაზრდები ჩაერთვებიან ასოციაციის საქმიანობაში, სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო-საგანმანათლებლო თუ გასართობ-შემეცნებითი  აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
განმცხადებელს უნდა:
  • აინტერესებდეს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების  სფერო;
  • იყოს მონდომებული და სურდეს, ჩაერთოს ასოციაციის საქმიანობაში;
  • ჰქონდეს სურვილი, განავითაროს ლიდერული უნარჩვევები;
  • ჰქონდეს სურვილი, ისწავლოს დამოუკიდებელი მუშაობა;
  • ჰქონდეს სურვილი, ისწავლოს და განავითაროს ტრენერის უნარ-ჩვევები.
 
მოთხოვნები:
  • ასაკი: 15-25 წელი;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • შეეძლოს ინტერნეტითა და  ელექტრონულ ფოსტით სარგებლობა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
სააპლიკაციო პროცედურა:
შერჩევის პირველ ეტაპზე მსურველებმა უნდა გამოგზავნონ პირადი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი;
მეორე ეტაპი მოიცავს გასაუბრებას.

დაინტერესებულ ახალგაზრდებს გთხოვთ, 2017 წლის 25 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: moxalisehera@gmail.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 032 2 14 28 53
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე:  www.hera-youth.ge