en
ge

კონკურსი ჟურნალისტებისათვის პროექტში მონაწილეობაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: მომავლის ცხინვალი
  • დაწყების თარიღი: 18.10.2017
  • ბოლო ვადა: 23.10.2017
  • ბმული: http://jobs.ge/155921/
ა(ა)იპ "მომავლის ცხინვალი" გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი პროგრამა COBERM-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "მრავალეროვნული ცხინვალი - მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიის გაცოცხლება". პროექტის მიზანია ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა მე-20 საუკუნეში ცხინვალის მულტიეთნიკური საზოგადოების თანაცხოვრების პოზიტიური მაგალითების ჩვენების გზით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 100 პუბლიკაციის მომზადება ცხინვალის საზოგადოების მე-20 საუკუნის ღირსეულ წარმომადგენელთა შესახებ. პროექტი ოსურ მხარესთან თანამშრომლობით განხორციელდება.

ა(ა)იპ "მომავლის ცხინვალი" პროექტში მონაწილეობის მსურველი ჟურნალისტებისათვის აცხადებს განაცხადების მიღებას. აუცილებელია წარმოადგინოთ CV, სამოტივაციო წერილი და ერთი სახასიათო ფოტოსურათი. სულ შეირჩევა 2 ჟურნალისტი. ასაკი შეზღუდული არ არის. ყოველი პუბლიკაციის მომზადებაზე გათვალისწინებულია ჰონორარი. პრიორიტეტი მიენიჭება მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს.
წყარო: jobs.ge