en
ge

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კურსი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  • დაწყების თარიღი: 18.10.2017
  • ბოლო ვადა: 22.10.2017
  • ბმული: http://jobs.ge/155959/
"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი", ჩერნიგოვის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლთან და ბორის ზვისკაუს ბელარუსის ადამიანის უფლებათა სახლთან ერთად, იწყებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კურსს ახალგაზრდა აქტივისტებისთვის.
2017 წლის 22-26 ნოემბერს, ახალგაზრდა აქტივისტებისთვის საქართველოდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სკოლის პირველი სესია ჩატარდება. პირველ სესიას ჩერნიგოვის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლი (უკრაინა) უმასპინძლებს.