USAID-ის პროექტი "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G), ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან ერთად, აცხადებს სტუდენტების მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე "საქართველო და ევროინტეგრაცია".
პროგრამის მიზანია დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის სტრუქტურებისა და საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის შესახებ.
პროგრამა განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროკავშირის პოლიტიკის შესწავლით.
წყარო: jobs.ge