en
ge

ქარტიის პრიზი 2017 - განაცხადების მიღება დაიწყო

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 01.12.2017
  • ბმული: http://qartia.ge/ka/siakhleebi/article/38798
დაიწყო განაცხადების მიღება „ქარტიის პრიზი 2017-ის" მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანია პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების და ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელის შეწყობა.
კონკურსი ცხადდება შემდეგ ხუთ ნომინაციაში: სატელევიზიო/ვიდეორეპორტაჟი; მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია); სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში; ჟურნალისტური გამოძიება; ბავშვთა საკითხები - უპირატესობა მიენიჭება შშმ ბავშვების შესახებ მომზადებულ მასალას.
პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი კვლავაც ცხადდება IREX-ის პროექტის მხარდაჭერით, ხოლო „ბავშვთა საკითხები" დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ. გამარჯვებულებს ნომინირებული კონკურსანტებიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მასალებიდან შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური.
წყარო: qartia.ge