სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აცხადებს ტენდერს მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნაზე.
მონაცემთა ბაზა ორგანიზაციას მონიტორინგის განხორციელების ფარგლებში ინფორმაციის მიღების საშუალებას უნდა აძლევდეს და მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა. ბაზაში 70-მდე მომხმარებელი ყოველკვირეულად შეიყვანს ინფორმაციას, რომლის დამუშავებაც და ანალიზიც 5 სუპერვაიზორსა და 5 ადმინისტრატორს უნდა შეეძლოს.
წყარო: jobs.ge