en
ge

საგრანტო კონკურსი სასოფლო კოოპერატივების მხარდასაჭერად

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: გაეროს განვითარების პროგრამა
  • დაწყების თარიღი: 06.11.2017
  • ბოლო ვადა: 20.11.2017
  • ბმული: http://jobs.ge/157702/
გაეროს განვითარების პროგრამა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ერთობლივი პროექტის "მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარაში" ფარგლებში, აცხადებენ საგრანტო კონკურსს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოგებაზე ორიენტირებული ფერმერთა ჯგუფების და კოოპერატივების პოპულარიზაციას და მისცეს მათ შესაძლებლობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაზარდონ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.
წყარო: jobs.ge