ასოციაცია "ღირსეული სიბერე", "დემოკრატიის ინსიტუტი" და "გურიის აგრობიზნესცენტრი" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის "ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში" ფარგლებში აცხადებს მობილური ტელეფონებით გადაღებული ვიდეო რგოლების კონკურსს "ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ.
კონკურსში მონაწილეებს მოეთხოვებათ მობილური ტელეფონით გადაღებული სამწუთიანი ვიდეო რგოლის მომზადება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობის პრევენციის თემატიკაზე.
წყარო: ასოციაცია "ღირსეული სიბერე"