en
ge

ონლაინ სასწავლო პროგრამა: სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) იწყებს სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგის ონლაინ ახალ სასწავლო პროგრამაზე განაცხადების მიღებას.

თუ ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი, ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი და გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა – შემოიტანეთ განაცხადი ახალ სასწავლო ონლაინ პროგრამაზე. ყოველდღიური საქმიანობის, სამუშაოს, სასწავლო პროცესის პარალელურად, ნებისმიერი რეგიონიდან აიმაღლეთ ანალიტიკური და პრაქტიკული უნარები.

კურსს გაუძღვებიან სახელმწიფო მონიტორინგის სფეროში ერთ–ერთი ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციის – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლები: გიორგი კლდიაშვილი და ლევან ავალიშვილი. წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი