საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) გამართავს მასტერკლასს: „კომპანია, როგორც პასუხისმგებელი დამსაქმებელი".
კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას იმ დადებითი შედეგების შესახებ, რომლებიც მოჰყვება თანამშრომელთა მიმართ პასუხისმგებლობის პროგრამების განხორციელებას.
მონაწილეები ასევე მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა გახადონ შრომითი სტანდარტების დაცვა კომპანიის HR/CSR სტრატეგიის ნაწილი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში