en
ge

სტაჟირების პროგრამა

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) აცხადებს სტაჟირების პროგრამას საქართველოს ოთხ ქალაქში: თელავი, გორი, ქუთაისი და ბათუმი. სტაჟიორები უფლებამოსილებას განახორციელებენ რეგიონული კოორდინატორის მეთვალყურეობის ქვეშ და ჩართულნი იქნებიან რეგიონული ოფისებისა და დემოკრატიის სკოლების კოორდინირების პროცესში.
EECMD დემოკრატიული პოლიტიკური აქტორების გაძლიერების, დემოკრატიული კულტურის გაჯანსაღებისა და პოლიტიკური სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს საქართველოსა და უკრაინაში. დემოკრატიის განათლების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს დემოკრატიის სკოლები, რომელიც მოიცავს 5-თვიან საგანმანათლებლო პროგრამას დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებზე.
წყარო: eecmd.org