en
ge

ტრენინგი: "იძულებითი აღსრულების სახეები და მასთან დაკავშირებული პროცედურები"

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი / Bar Educational Center
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 25.11.2017
  • ბმული: https://www.facebook.com/events/366673370421892/
2 დეკემბერს „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის" ორგანიზებით, გაიმართება ერთ დღიანი ტრენინგი - "იძულებითი აღსრულების სახეები და მასთან დაკავშირებული პროცედურები".
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: აღსრულების ქვემდებარე აქტები და მათი აღსრულების თავისებურებები, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლებები და ვალდებულებები, აღსრულების შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, მოვალის ქონებაზე (უძრავ/მოძრავი) საჯარო აუქციონის ჩატარების წესი და პირობები, სააღსრულებო წარმოების პროცესში მედიაციის როლის მნიშვნელობა. თეორიული მასალის პარალელურად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები.
ტრენინგს წარუძღვება - მაგდა ყვირალაშვილი.
ტრენინგების ჩატარების დრო: 2 დეკემბერი 2017 წ. 12:00 - 14:00 საათი
ტრენინგების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი აღმაშენებლის ქ. №55/1
ტრენინგში მონაწილეობის ღირებულება: 30 ლარი
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატები.
წყარო: ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი / Bar Educational Center