საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს
ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში გატარებული კავშირებისათვის,
სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად შემდეგი პრიორიტეტების
მიხედვით:
1. ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა:
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფების ხელშეწყობა (იძულებით
გადაადგილებული პირები, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირები)
- მაღალმთიან და კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ახალგაზრდული აქტივობების წახალისება
- ახალგაზრდული მედიის განვითარება (ახალგაზრდული პრობლემების გაშუქება,
უახლესი მედია ვებ-ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების დანერგვა და მათი
საშუალებით ახალგაზრდობის გააქტიურება)
- ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა
(მულტიკულტურული დიალოგი, ბილინგვური სწავლების ხელშეწყობა და ქართული ენის
პოპულარიზაცია და სხვა)
- საჯარო სკოლების თვითმმართველობების განვითარების პოპულარიზაცია
- ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება
2. გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა:
- არაფორმალური განათლების დანერგვა, ეკოლოგიური უნარ-ჩვევების ამაღლება,
პრაქტიკული ღონისძიებების საშუალებით მდგრადი განვითარების ხელშეწყობა,
ეკოტურიზმის ხელშეწყობა
- ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
- სპორტული ღონისძიებების, აქტივობების წახალისება.
3. კულტურულ- საგანმანათლებლო და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა (უპირატესობა მიენიჭება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს):
- კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების უზრუნველყოფა
- ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა გამოვლენა, მხარდაჭერა და წახალისება
- სამეცნიერო კონფერენციების, ფორუმების ორგანიზება.
4. საერთაშორისო ურთიერთობების მხარდაჭერის პროგრამა:
საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება (ევროკავშირის აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნები, სამხრეთ კავკასია, ევროატლანტიკური ალიანსი).
პროექტები მიიღება 2013 წლის 26 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზირი 9
ტელ: (032 2) 235172 ელ.ფოსტა: info@fondi.ge
წყარო: jobs.ge