en
ge

განაცხადი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სახელმძღვანელოს დიზაინის შექმნაზე

პროექტის შესახებ 

"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” არის ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კაშირები სხვა აქტორებთან. 

პროექტის ამოცანები 

  • სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით; 
  • სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები; 
  • სამოქალაქო საზოგადოების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში; 
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას. 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სახელმძღვანელო მითითებების კრებული, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესაძლო მექანიზმების დანერგვის შემოთავაზებას სამოქალაქო სექტორის ყველა დაინტერესებული მხარისათვის. დოკუმენტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სსო-ებს, რათა მათ, საზოგადოდ აღიარებული ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით, ფართო მონაწილეობითა და ურთიერთშეთანხმებით შექმნან საქმიანობისა და ერთმანეთთან და საზოგადოების სხვა აქტორებთან ურთიერთობის ფორმები, რაც ხელს შეუწყობს ამ ორგანიზაციების იმიჯის ზრდას საკუთარი წევრების, მხარდამჭერების, დაინტერესებული მხარეების, დონორებისა და ფართო საზოგადოების თვალში, გააიოლებს და უფრო ეფექტურს და გამჭვირვალეს გახდის თავად სსო-თა საქმიანობას. 

სამუშაოს აღწერილობა 

  • შემსრულებელს გადაეცემა სახელმძღვანელოს (42 გვ) ვერსია MS. Word-ის ფორმატში ყველა საჭირო თანდართულ მასალასთან ერთად; 
  • მიღებული მასალის საფუძველზე სერვისის მიმწოდებელი ამზადებს სახელმძღვანელოს მაკეტს და აგზავნის დამკვეთთან საბოლოო შეთანხმებისთვის; 
  • საჭიროების შემთხევაში დამკვეთი დამატებითი კორექტირებისთვის უგზავნის მაკეტს სერვის პროვაიდერს; 
  • დამკვეთის მხრიდან პროდუქტის საბოლოო ჩაბარების შემდეგ სერვის პროვაიდერი იღებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას. 

საბოლოო პროდუქტი 

ელექტრონული პუბლიკაციისთვის შესაბამისი მაკეტი pdf-ფორმატში. 

მოთხოვნები 

ზემოთ აღწერილი სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ გვერდის საშუალო ღირებულება და შემდეგი გვერდების ნიმუშები: 

  • ყდა; 
  • ტექსტი; 

ასევე, წარმოადგინონ მათ მიერ ადრე შესრულებული სამუშაოს ნიმუშები. 

შერჩევის კრიტერიუმები 

  • წარმოდგენილი ნიმუშების ხარისხი გვერდის ზომის, ფონტის ზომების და ტიპების და დიზაინის სხვა ელემენტების გათვალისწინებით; 
  • ადრე შესრულებული სამუშაოს ნიმუშების ხარისხი; შემოთავაზებული ფასი; 
  • სამუშაოს შესრულების ვადები; 
  • უპირატესობა მიენიჭება საგანმანათლებლო მასალაზე მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტებს. 

დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა წარმოადგინონ 

  • ინტერესის განაცხადი, ღირებულების და სამუშაოს შესრულების ვადების მითითებით;
  • CV (კერძო პირის შემთხვევაში); 
  • ადრე შესრულებული სამუშაოს ნიმუშები.

განაცხადი გამოგზავნეთ შემდეგ ელ–მისამართზე: temuri@civilin.org.