საფრანგეთის საელჩო იუწყება, რომ მეორედ აცხადებს კონკურსს აღნიშნულ პრემიაზე, რომლის გადაცემაც მოხდება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის მომდევნო სამუშაო დღეს, 2017 წლის 11 დეკემბერს.
ნებისმიერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ვიწვევთ, წარმოადგინოს ერთი ან რამდენიმე ქმედება, მიმდინარე ან დასრულებული, რომელიც დაკავშირებული იქნება 2017 წელს შერჩეულ თემასთან:
"ქმედებები ყველაზე მოწყვლადი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად”.
განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ქართულ და ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე და გამოიგზავნოს 2017 წლის 30 ნოემბრამდე (17სთ).
წყარო: ambafrance.org