en
ge

კონკურსი საკონსულტაციო საბჭოს მოწვეულ წევრთა შესარჩევად

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2014 წლის 27 ოქტომბრიდან განისაზღვრა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაეროს 2006 წლის კონვენციის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულ მექანიზმად.
მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში "საკონსულტაციო საბჭო"), რომელიც დაკომპლექტდა სახალხო დამცველის ოფისის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან.
სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს საკონსულტაციო საბჭოს მოწვეულ წევრთა შესარჩევად.
წყარო: ombudsman.ge