en
ge

საგანმანათლებლო კვლევის კოორდინატორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
  • დაწყების თარიღი: 24.11.2017
  • ბოლო ვადა: 08.12.2017
  • ბმული: http://jobs.ge/159424/
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს "ზოგადი განათლების შეფასების მხარდაჭერის" პროექტს, რომლის მიზანიცაა საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებების განხორციელება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კვლევის კოორდინატორის პოზიციაზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს საერთაშორისო და სახელმწიფო საგანმანათლებლო შეფასებებს, რაც ქვეყანაში ზოგადი განათლების რეალურ მდგომარეობას ასახავს. პროექტის ფარგლებში შეფასების პირველი ციკლი განხორციელდა 2015-2016 წლებში, ხოლო მეორე ციკლის განხორციელება დაგეგმილია 2018-2019 წლებში.
წყარო: jobs.ge