en
ge

თანასწორთა განათლების ტრენინგის სახელმძღვანელოს ავტორი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სიდა
  • დაწყების თარიღი: 29.11.2017
  • ბოლო ვადა: 15.12.2017
  • ბმული: http://jobs.ge/159826/
ა(ა)იპ "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზებას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.
"სიდა" წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრთან (GCRT) პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლის რეგიონში ახორციელებს პროექტს "დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის". პროექტის მიზანს წარმოადგენს ერთი მხრივ, დანაშაულის მეორე დონის პრევენციის პოლიტიკისა და პრაქტიკის განვითარება, ხოლო მეორეს მხრივ, ინდივიდუალური და ჯგუფური სარეაბილიტაციო, სპორტულ, კურტურულ, რეკრეაციული მომსახურებების მიწოდება და თანასწორთა განათლების პროგრამის დანერგვა.
პროექტის ფარგლებში "სიდა" აცხადებს კონკურსს "თანასწორთა განათლების ტრენინგის სახელმძღვანელოს" ავტორის შესარჩევად.
წყარო: jobs.ge