გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (Office of the High Commissioner for Human Rights in South Caucasus UN OHCHR) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან თანამშრომლობით აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლისთავთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება და წელს მისი ერთ-ერთი სლოგანია - "დაბადებით თავისუფალი და თანასწორი" (Born Free and Equal).
წყარო: jobs.ge