საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიცია აცხადებს სატრენინგო კურსს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის და საკითხით დაინტერესებული პირებისთვის.
ტრენინგის მიზანი: ადრეული ინტერვენციის პროგრამაში ჩართული პირების მიერ ადრეული ინტერვენციის მთლიანი ციკლის განხორციელებისთვის საჭირო თეორიული ცოდნისა და ჩვევების ათვისება.
ტრენინგის შედეგად მონაწილეები გაეცნობიან ადრეული ინტერვენციის ფილოსოფიას და პრინციპებს, შეისწავლიან ადრეული განვითარების კანონზომიერებას და მნიშვნელობას, ადრეული ინტერვენციის ციკლს, ოჯახთან და ბავშვთან მუშაობის მეთოდოლოგიას და პრინციპებს.
წყარო: jobs.ge