en
ge

მეწარმეობის განვითარების ტრენინგ-კურსი

შესაძლებლობა გეძლევათ ჩაერთოთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს" 16 კვირიან მეწარმეობის განვითარების ტრენინგ-კურსში, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების პროგრამა - „მშვიდობის კორპუსი საქართველოში" მხარდაჭერით.
ტრენინგ-კურსი სტარტს აიღებს 2018 წლის თებერვალში და გაგრძელდება 2018 წლის ივნისამდე.
კვირაში ორჯერ მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ ორსაათიან სესიას, სადაც იმუშავებენ ამერიკელ მოხალისესთან ერთად, შეიძენენ ახალ მეგობრებს და კონტაქტებს, განივითარებენ უცხოელებთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, გაიზიარებენ უცხოურ ცოდნას და გამოცდილებას, რაც მომავალში დაეხმარებათ პროფესიის არჩევაში.
ტრენინგ-კურსისთვის შეირჩევა 20 მოტივირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე ახალგაზრდა, რომელიც ფუნდამენტურ ცოდნას მიიღებს ბიზნესის მართვის საკითხებში და მიეცემა შანსი გახდეს მეწარმე.
წყარო: საუნჯის ვებგვერდი სოციალურ ქსელში