en
ge

მოხალისე სტაჟიორი - თბილისი, რეგიონები

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • დაწყების თარიღი: 15.12.2017
  • ბოლო ვადა: 05.01.2018
  • ბმული: http://jobs.ge/161261/
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეძებს გამორჩეული თვისებების მქონე მოხალისე სტაჟიორებს ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ.
წყარო: jobs.ge