en
ge

ტრენინგი – პროექტების ინიცირებისა და მართვის ტექნიკები

ტრენინგი: პროექტების ინიცირებისა და მართვის ტექნიკები", ტარდება საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის (TDIG) ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში იდეებიდან შედეგებამდე".
ტრენინგები ჩატარდება თბილისში, სასტუმრო ბეტსის საკონფერენციო დარბაზში, 2018 წლის 20 იანვარს. (შაბათს, 12:00–18:00 სთ–მდე)
მონაწილეობის საფასური არის 50 ლარი, ხოლო სტუდენტებისთვის 25 ლარი.
რეგისტრაციისა და ტრენინგის საფასურის გადახდის ბოლო ვადა არის 5 იანვარი.
(სტუდენტები ისარგებლებენ 50%–იანი ფასდაკლებით. სტუდენტობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი (ცნობა, სტუდენტური ID ბარათი და ა.შ) საკმარისია გამოაგზავნოთ ელ–ფოსტაზე ან წარმოადგინოთ ტრენინგზე).
მონაწილეებს გადაეცემათ სასწავლო მასალები და ორენოვანი სერტიფიკატები.
ტრენინგის მიზანია, მონაწილეთათვის პროექტის მართვის ძირითადი პრინციპების შესწავლა და შესაბამისი უნარების განვითარების ხელშეწყობა. მონაწილეები შეძლებენ იდეის პროექტის სახით ჩამოყალიბებას, მცირე პროექტების წერასა და ფონდში დასაფინანსებლად წარდგენა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში