en
ge

სტაჟირებას პროგრამა

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 31.03.2013
’’ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრი’’ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია start up და მცირე ბიზნესების ხელშეწყობა და განვითარება.
ცენტრი არის საერთაშორისო პროექტ ’’გლობალური მეწარმეობის კვირეულის’’ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომლის ორგანიზებითაც 2012 წლის ნოემბერში პროექტი პირველად გაიმართა საქართველოში.
‘’გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ დაარსდა 2007 წელს აშშ-ში. პროექტი აერთიანებს 130 ქვეყანას და ითვალისწინებს მეწარმეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიებების და პროექტების ორგანიზებას დამწყები და მცირე ბიზნესების ხელშეწყობად.
2013 წელს ’’გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ დაგეგმილია 18-24 ნოემბერს.
’’ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრი’’ აცხადებს სტაჟიორთა მიღებას შემდეგი სამსახურებისთვის:
  • პროექტების მართვის სამსახური - პროექტის კოორდინატორი;
  • პროექტების მართვის სამსახური - ვებ პროექტების მენეჯერი;
  • პროექტების მართვის სამსახური - ინგლისურენოვანი მთარგმნელი;
  • პროექტების მართვის სამსახური - ჟურნალისტი;
  • იურიდიული სამსახური - იურისტი;
  • ადამიანური რესურსების მართვის სამსახური - ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი;
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები: ( MS Office, ვებპროექტების მენეჯერის პოზიციისთვის - Photoshop, Adobe Illustrator);
სტაჟირების ხანგრძლივობა 01.04.2013 - 30.11.2013
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორები დასაქმდებიან ცენტრის მოკლე და გრძელვადიან პროექტებში.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) 31 მარტამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : hr@iedc.ge
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები