ა(ა)იპ ,,დემოკრატიის ინსტიტუტი” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის (ARSD)" ფარგლებში აცხადებს ტენდერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის (პროექტის) კვლევის შესყიდვაზე.
„რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის” (ARSD) 2 წლიანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ფიფლ ინ ნიდ (PIN) და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IOD) თანამშრომლობით.
პროექტის ზოგადი მიზანია ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, რეგიონული განვითარების პოლიტიკების ეფექტური შემუშავებისა და განხორციელების წახალისების გზით, ხელი შეუწყოს რეგიონების მდგრად განვითარებას საქართველოში.
პროექტი ემსახურება ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის რეგიონული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიზნით, ჩამოყალიბდება და დაინერგება თანამშრომლობის ინოვაციური მეთოდები რეგიონულ, მუნიციპალურ და სოფლის განვითარებით დაინტერესებულ მხარეებს შორის.
ექსპერტმა ან/და ექსპერტთა გუნდმა უნდა წარადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიას შორის ურთიერთკავშირის კვლევის ანგარიში.
კვლევის შემუშვების დროს ექსპერტმა ან/და ექსპერტთა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს დამკვეთის მოთხოვნები პროდუქტის, აქტივობების და მეთოდოლოგიის მიმართ.