en
ge

სპეციალური პედაგოგი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
  • დაწყების თარიღი: 10.01.2018
  • ბოლო ვადა: 25.01.2018
  • ბმული: http://jobs.ge/162947/
კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მისიაა შშმ პირთა/ბავშვთა სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა ცხოვრების ყველა სფეროში.
ორგანიზაციის ბაზაზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვთა დღის ცენტრი, როგორც ორი დამოუკიდებელი ჯგუფი. შშმ ბავშვები 6-18 წლამდე და ზრდასრულები 18 წლის ზემოთ. დღის ცენტრი მუშაობს ყოველდღე 10 -17 სთ-მდე. ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან ტრანსპორტის მომსახურებით სახლიდან ცენტრამდე და უკან. ასევე ორჯერადი კვებით ცენტრში. წელიწადში რამოდენიმეჯერ ეწყობა ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში (თბილისობა, ყვავილების დღესასწაული, საახალწლო, სააღდგომო დღესასწაულები და სხვ.).
კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს სპეციალური პედაგოგის (შრომითი თერაპიის განხრით) ერთი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად დღის ცენტრის ზრდასრულთა ჯგუფში.
წყარო: jobs.ge