შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო შავი ზღვის შემსწავლელი მეცნიერებების ცენტრის (The International Centre for Black Sea Studies) მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმის პროექტის შესახებ ‘’ Blue growth as a driver for regional development’’, რომლის მთავარი მიზანია მომავალი თაობის ინტერესისა და ჩართულობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონების სივრცეში.
სიმპოზიუმზე ყურადღება დაეთმობა „Blue Growth"-ს და განიხილება მდგრადი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია საზღვაო სექტორის მიმართულებით.
სიმპოზიუმი გაიმართება საბერძნეთში, ქ. ათენში, 2018 წლის 20-21 მარტს.
სამუშაო ენაა ინგლისური.
დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის გაგზავნა შეუძლიათ არაუგვიანეს 2018 წლის 19 თებერვლისა.
წყარო: rustaveli.org.ge