ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი (WWF Caucasus PO) პროექტის: "საქართველოში უნიკალური ტყეების კონსერვაცია დაცული ტერიტორიების დაარსების გზით" ფარგლებში აცხადებს კონკურსს: "რაჭის ეროვნული პარკის დასაარსებლად კანონპროექტის მომზადება".
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა/ორგანიზაციამ.
გამარჯვებული კონკურსანტის შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და WWF- ის სატენდერო კომისიის კრიტერიუმების საფუძველზე:
- შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია;
- მსგავსი საქმიანობის გამოცდილება;
- შესრულების ვადები;
- ბიუჯეტი.
წყარო: jobs.ge