en
ge

იურისტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: თანასწორობის მოძრაობა
  • დაწყების თარიღი: 24.01.2018
  • ბოლო ვადა: 31.01.2018
  • ბმული: http://jobs.ge/164243/
"თანასწორობის მოძრაობა" ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის სამიზნე ჯგუფს ლგბტ ადამიანები და ქალები წარმოადგენს. თანასწორობის მოძრაობა აცხადებს ვაკანსიას საერთო ან სისხლის სპეციალიზაციის ადვოკატის პოზიციაზე.
იურისტის საქმიანობის მიზანია, ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, სამართლებრივი მომსახურების გაწევა ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, სამართლებრივი მომსახურება განხორციელდება სამი ძირითადი საშუალებით: 1. კონსულტაციების სისტემა, რომელიც, მათ შორის, მოიცავს საველე კონსულტაციებს; 2. სამიზნე ჯგუფის უფლებების დაცვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, გამოძიებასა და სამივე ინსტანციის სასამართლოს წინაშე; 3. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობის მიღება სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეების მომზადებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტების წინაშე წარსადგენად.
წყარო: jobs.ge