სამოქალაქო კვლევების საზაფხულო ინსტიტუტის ორ კვირიანი, ინტენსიური ტრენინგ კურსი ჩატარდება მიუნხენში, 15-28 ივლისს. ტრენინგ კურსი შეეხება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ინდივიდის/მოქალაქის როლს საზოგადოებაში, განათლებისა და ინსტიტუტების როლს დემოკრატიის მხარდაჭერასა და გაღრმავებაში, კითხვებს, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო საკითხების ეთიკურ საფუძვლებთანაა კავშირში. ეს საკითხები განიხილება საერთაშორისო და შედარებითი (კომპარატივისტული) პერსპექტივიდან, ევროპული (განსაკუთრებით გერმანული) და ამერიკული სამოქალაქო ტრადიციების გათვალისწინებით.
წყარო: www.mladiinfo.eu