ორგანიზაცია "ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის" (ISC) ატარებს ფასთა გამოკითხვას ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების საკითხზე ანიმაციური ვიდეო რგოლის მოსამზადებლად.
ფასთა გამოკითხვა ცხადდება პროექტის - "საინფორმაციო კამპანია ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების დაცვისა და მხარდაჭერის გასაძლიერებლად" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მიერ. პროექტის მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის/ტრეფიკინგის საკითხებზე, აქცენტით ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვებზე, მეორეს მხრივ, დაინტერესებულ მხარეთა შორის ამ მიმართულებით დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა.
ანიმაციური ვიდეო რგოლის მიზანია მაღალი ხარისხის ანიმაციური ნამუშევრის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება პროექტის მიმდინარეობისას შეხვედრების ფარგლებში და ასევე სოციალურ ქსელში გასავრცელებლად. ამასთან, ვიდეო რგოლის შემოკლებული ვერსია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სოციალური რეკლამის მიზნებისთვის.
წყარო: jobs.ge